პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 97 ხმით ( 10 წინააღმდეგ) საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე, ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, როგორ აპირებს უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და თავდაპირველად მისი მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღვრული.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს