საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციის ინიციატივით, 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება საქართველოში ონლაინ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ამ დღესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება მთლიანად გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში.
"აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ, რამაც გააჩინა აუცილებელი საჭიროება, ჩვენი საქმიანობა სრულად მოვარგოთ არსებულ რეალობას და ამგვარად ვუპასუხოთ დღევანდელ გამოწვევებს, და რაც მთავარია, დავრჩეთ სახლში. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისთვის წიგნის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალფეროვანი პროგრამის შესაქმნელად პრიორიტეტულია, პროცესში რაც შეიძლება მეტი წევრისა და პარტნიორის ჩართვა. წლევანდელი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ქართველი გამომცემლები, მწერლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ასევე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სახელოსნო-სტუდია „ილუსტრატორი“, გადაცემა "წიგნების თარო", „ტელესკოლის“ პედაგოგები და სხვა. ვიქტორინის სპონსორია წიგნების ონლაინ მაღაზია booksale.ge",-ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები გაიმართება 23 აპრილს, 11:00-დან 20:00 საათამდე ფეისბუკ გვერდზე https://www.facebook.com/tsignissaertashorisodge/ პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ღონისძიების ოფიციალური გახსნა გაიმართება 11:00-ზე.
რაც შეეხება დღის განრიგს:
"11:00 – 11:25 გვანცა ჯობავა - " წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ოფიციალური გახსნა - „წიგნის დღის აღნიშვნის 17 წლიანი ტრადიცია საქართველოში და პირველი ონლაინ ექსპერიმენტი“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
11:30 – 11:55 "IPA - საქართველოში საავტორო უფლებების დასაცავად", ჯესიკა ზანგერი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (ღონისძიების ენა: ინგლისური)
12:00 – 12:30 „ტელე სკოლის“ პედაგოგის ლელა კოტორაშვილის ლექცია „როგორ გვეხმარება მულტიმედიური სამყარო წაკითხულის გააზრებაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
12:30 – 12:55 გიორგი კეკელიძე დაასახელებს ლინდგრენის პრემიის კანდიდატებს და თემას პროექტ „წიგნიერის“ მონაწილეებისთვის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
13:00 – 13:25 სტუდია „ილუსტრატორის“ ბიბლიოთეკიდან წიგნს „ამბავი პატარა კაკტუსზე” პატარებისთვის წაიკითხავს ეკა ტაბლიაშვილი და გვაჩვენებს საინტერესო სამხატვრო ხერხებს. სტუდია „ილუსტრატორი“
13:30 – 13:55 პროექტ „მწერლობანას“ წარდგენა. „მწერლობანა უმცროსთათვის“, წარმდგენი: ლელა ცუცქირიძე; „მწერლობანა უფროსთათვის“, წარმდგენი: გია მურღულია. გამომცემლობა „სეზანი“
14:00 – 14:25 ახალი სერიის „ქებათა ქება სპორტს“ წარდგენა, წარმდგენი: მანანა კარტოზია , გამომცემლობა „სეზანი“
14:05 -14:30 საქართველოს საავტორო უფლებათა თავმჯდომარე გიგა კობალაძე ისაუბრებს თემაზე: "საავტორო უფლებები ლიტერატურაში"
14:30 – 14:55 ნინო კასრაძე პროექტ „მსახიობები ლიტარატურისთვის“ ფარგლებში პატარებისთვის წაიკითხავს რამდენიმე საბავშვო წიგნს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
15:00 – 15:25 შორენა ხუხუა, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017“-ის და პრემია „ლიტერას“ გამარჯვებული, ისაუბრებს თავის წიგნსა და საკუთარ გამოცდილებაზე წერის შესახებ, ასევე ლიტერატურასა და კითხვის კულტურაზე, გამომცემლობა "პალიტრა L"
15:30 – 15:55 პირველი წიგნი კარანტინზე. რომანის „ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი“ წარდგენა, წარმდგენი: ჯაბა ზარქუა, გამომცემლობა "ინტელექტი"
16:00 – 16:25 სამი ახალი საბავშვო წიგნის წარდგენა, წარმდგენი: ლია შალვაშვილი, გამომცემლობა „შემეცნება“
16:30 – 16:55 დათო გორგილაძის ლექცია „სიყვარული კორონავირუსის დროს“, გამომცემლობა „ინტელექტი“
17:00 – 17:25 ზვიად კვარაცხელია ისაუბრებს გამომცემლობა „არტანუჯის“ სიახლეებზე
17:30 – 17:55 „ტელე სკოლის“ პედაგოგის ნათია ფურცელაძის ლექცია - „გაჭიანურებული არდადეგების საკითხავი - რატომ და როგორ შეიძლება იკითხონ მოზარდებმა“, "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია"
18:00 – 18:25 გელა ჩარკვიანი ახალი წიგნის შესახებ „English - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“, გამომცემლობა „არტანუჯი“
18:30 – 18:55 „სხვა გურული დღიურების“ წარდგენა, წარმდგენი: გიორგი კეკელიძე
19:00 – 19:25 ნორვეგიელი მწერალი მართა ბრეენი ისაუბრებს საკუთარ წიგნზე „მებრძოლი ქალები“, "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" (ღონისძიების ენა: ინგლისური)
19:30 – 20:10 წიგნების თარო - ონლაინ თამაში ",-ნათქვამია ინფორამციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"