ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, რეგიონებში საპილოტე მუნიციპალიტეტების თანამშრომლების გადამზადება დისტანციურად დაიწყო

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტომ რეგიონებში ახალგაზრდული ეკოსისტემის განვითარების მიზნით, 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადება დისტანციურად დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, პროექტის მიზანია ადგილობრივად მომზადნენ პროფესიონალები, ე.წ. „მუნიციპალური ახალგაზრდული მუშაკები“ (Municipal Youth Worker), რომლებიც შეძლებენ ადგილზე გაუწიონ კოორდინაცია ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევის ჩატარებას, შეიმუშავებენ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ახალგაზრდულ მუშაკად გადამზადება ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.

„პირველი ეტაპი ერთკვირიან ტრენინგ კურსს მოიცავს, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გათვალისწინებით დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ტრენინგს მოწვეული ექპერტები წარუძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს კომპეტენციების გაუმჯობესებაში დაეხმარებიან და იმ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ, რაც მათ “მუნიციპალრი ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობაში დაეხმარებათ. მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, საქმიანობის წარმატებით განხორციელებში, სტრასბურგის ტრენინგ ცენტრში ხუთდღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც გაუმყარებთ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის მიზანია საქართველოს ათივე რეგიონში მუნიციპალიტეტების დონეზე ეკოსისტემების შექმნით, ახალგაზრდობის სფეროს მთლიანი ეკოსისტემის შექმნა. სამიზნე მუნიციპალიტეტების შესარჩევად, სააგენტო 10-ვე რეგიონის 64–ვე მუნიციპალიტეტს ეწვია და ადგილზე გაეცნო ახალგაზრდულ სფეროში არსებულ საჭიროებებს, გაითვალისწინა მათი გამოწვევები და სფეროს ექსპერტების“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს