თენგიზ ცერცვაძე - ჩემ მიერ მონახულებულ სერიოზულ ავადმყოფებს შორის არც ერთი არ იყო სამხედრო პირი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის მიერ მონახულებულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის არც ერთი არ ყოფილა სამხედრო პირი.

„ის ავადმყოფები, რომლებიც მე მაჩვენეს და მათი ისტორიები, არც ერთი მათგანი არ იყო სამხედრო, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ოდნავ სერიოზული ავადმყოფი არ იყო სამხედრო. ძალიან მსუბუქი პაციენტები არ მინახავს და მათ შორის თუ არის, არ ვიცი. მე ვინც მანახეს, მათ შორის არც ერთი სამხედრო არ იყო. იყვნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომსახურე პერსონალი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია ინოვაცია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებობს, რომ შეიქმნა COVID-19-ის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფი, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში, თანმხლები დაავადებები ხდება ინფიცირებულთა გარდაცვალების მიზეზი.

„ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. სიკვდილობის შემთხვევები ხანდაზმულ ადამიანებს შორისაა. ამ ადამიანებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია კომორიდული დაავადებები, მხედველობაში მაქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნერვოლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, რაც შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, როგორც წესი, სიკვდილის მიზეზი ხდება. არა თვითონ COVID-19 კლავს უშუალოდ, არამედ კომორიდული დაავადებები კლავს COVID-19-ით ავადმყოფებში“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალში მყოფ მძიმე პაციენტს აქვს ჰემორაგიული ინსულტი და მისი სიმძიმე COVID-19-ით არაა განპირობებული. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული პაციენტი კორონავირუსისგან პრაქტიკულად განკურნებულია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თენგიზ ცერცვაძე - ჩემ მიერ მონახულებულ სერიოზულ ავადმყოფებს შორის არც ერთი არ იყო სამხედრო პირი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის მიერ მონახულებულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის არც ერთი არ ყოფილა სამხედრო პირი.

„ის ავადმყოფები, რომლებიც მე მაჩვენეს და მათი ისტორიები, არც ერთი მათგანი არ იყო სამხედრო, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ოდნავ სერიოზული ავადმყოფი არ იყო სამხედრო. ძალიან მსუბუქი პაციენტები არ მინახავს და მათ შორის თუ არის, არ ვიცი. მე ვინც მანახეს, მათ შორის არც ერთი სამხედრო არ იყო. იყვნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომსახურე პერსონალი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია ინოვაცია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებობს, რომ შეიქმნა COVID-19-ის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფი, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში, თანმხლები დაავადებები ხდება ინფიცირებულთა გარდაცვალების მიზეზი.

„ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. სიკვდილობის შემთხვევები ხანდაზმულ ადამიანებს შორისაა. ამ ადამიანებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია კომორიდული დაავადებები, მხედველობაში მაქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნერვოლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, რაც შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, როგორც წესი, სიკვდილის მიზეზი ხდება. არა თვითონ COVID-19 კლავს უშუალოდ, არამედ კომორიდული დაავადებები კლავს COVID-19-ით ავადმყოფებში“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალში მყოფ მძიმე პაციენტს აქვს ჰემორაგიული ინსულტი და მისი სიმძიმე COVID-19-ით არაა განპირობებული. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული პაციენტი კორონავირუსისგან პრაქტიკულად განკურნებულია.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო