ფაბლაბილიაუნი მოსწავლეებისთვის გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგის კურსს იწყებს

ფაბლაბილიაუნი სკოლის მოსწავლეებისთვის გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგის კურსს იწყებს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, შინიდან გაუსვლელად შეძლონ სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ პლატფორმაზე მუშაობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიაუნიდან აცნობეს, კურსის განმავლობაში მონაწილეები Adobe Illustrator CC-ს შეისწავლიან.

მათივე ცნობით, კურსის გავლა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/UGjTU4Z6Ptmf7o7RA.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, პროექტში მონაწილეობა შეუძლია 50 მოსწავლეს. შერჩეულ კანდიდატებს 2020 წლის 5 მაისამდე დაუკავშირდებიან.

„დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციური მუშაობის კულტურა, თანამედროვე პროფესიების განვითარება, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, შინიდან გაუსვლელად, მისთვის მოსახერხებელ გარემოში იმუშაოს ან გლობალურ ბაზარზე დასაქმება შეძლოს. გრაფიკული დიზაინი კი სწორედ ასეთ პროფესიათა შორისაა. გრაფიკული დიზაინი, რომელსაც „ვიზუალურ კომუნიკაციას“ უწოდებენ, გვეხმარება ჩვენსა და გრაფიკულ ნამუშევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში. მას სხვადასხვა ინფორმაციის შესაბამისი ფორმით მოწოდება შეუძლია, ამიტომაც თანამედროვე სამყაროში დიდი ადგილი უკავია“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს