თეონა ჭალიძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის უპასუხისმგებლობით და არაეფექტური მუშაობით, ათიათასობით ოჯახი დღეს სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი

„ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და მას დაკავებული თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

თეონა ჭალიძის თქმით, სააგენტოს ცხელი ხაზი არ მუშაობს და მოსახლეობას უჭირს სააგენტოსთან დაკავშირება.

ჭალიძე მოუწოდებს ასევე პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, სოციალური სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური გაათავისუფლოს აღნიშნული თანამდებობიდან.

„მივმართავ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს გიორგი წოწკოლაურს! თავისი განცხადებით დატოვოს დაკავებული თანამდებობა, რადგან ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს, არის ცუდი მენეჯერი და საერთოდ აზრზე არ არის, რა ხდება მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში. არ მუშაობს ამ სააგენტოს ცხელი ხაზები, მოქალაქეებს დააწყდათ ნერვები, საათები კი არა დღეების განმავლობაში ვერ უკავშირდებიან გამოქვეყნებულ ნომრებზე. 18:00 საათი არაა, უკვე ითიშება ყველა ნომერი. აუცილებელია, დაემატოს ტელეფონები, ოპერატორები, გახანგრძლივდეს სამუშაო საათები ან დაემატოს ცვლა.სასოწარკვეთილ მოქალაქეებს სჭირდებათ კითხვებზე პასუხები. კეთილი ინებონ და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულმა ოფისებმა და სოციალურმა აგენტებმა უპასუხონ მოქალაქეების ზარებს. ვერც ერთ სოციალურ აგენტთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ მოქალაქეები, რადგან უბრალოდ უცნობია მათი ტელეფონები. იმუშაონ სახლებიდან და კითხვებზე მაინც გასცენ პასუხი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც შიმშილობენ და ზოგიერთი ლამის სიკვდილს ნატრობს. ასევე, აქტიურად აამუშაონ სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency-ს „ფეისბუქის“ გვერდი, რომელსაც 28331 ადამიანის მოწონება აქვს, მაშინ როცა 1 000 000 ადამიანია ამ სამსახურის მიერ აღწერილი და მათ ბაზაში. ამ სააგენტოს ამ ადამიანებთან დისტანციურ რეჟიმში საკომუნიკაციოდ ყველაზე ეფექტური საშუალება, სოციალური ქსელი, არ აქვს გამოყენებული. ყოველდღე ასობით ადამიანი მწერს მე ამათ ნაცვლად. 15 აპრილის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ დადებულა ამ გვერდზე, მანამდე 21 მარტს გააზიარეს გახარიას ბრიფინგი. მივმართავ გახარიას: თავად თუ არ წავა, იქნებ დაეხმაროთ და გაათავისუფლოთ ამ მძიმე ტვირთისგან სოციალური სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური. სწორედ ამ კაცის უპასუხისმგებლობით და არაეფექტური მუშაობით ათიათასობით ოჯახი არის დღეს სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი”, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თეონა ჭალიძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის უპასუხისმგებლობით და არაეფექტური მუშაობით, ათიათასობით ოჯახი დღეს სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი

„ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და მას დაკავებული თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

თეონა ჭალიძის თქმით, სააგენტოს ცხელი ხაზი არ მუშაობს და მოსახლეობას უჭირს სააგენტოსთან დაკავშირება.

ჭალიძე მოუწოდებს ასევე პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, სოციალური სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური გაათავისუფლოს აღნიშნული თანამდებობიდან.

„მივმართავ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს გიორგი წოწკოლაურს! თავისი განცხადებით დატოვოს დაკავებული თანამდებობა, რადგან ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს, არის ცუდი მენეჯერი და საერთოდ აზრზე არ არის, რა ხდება მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში. არ მუშაობს ამ სააგენტოს ცხელი ხაზები, მოქალაქეებს დააწყდათ ნერვები, საათები კი არა დღეების განმავლობაში ვერ უკავშირდებიან გამოქვეყნებულ ნომრებზე. 18:00 საათი არაა, უკვე ითიშება ყველა ნომერი. აუცილებელია, დაემატოს ტელეფონები, ოპერატორები, გახანგრძლივდეს სამუშაო საათები ან დაემატოს ცვლა.სასოწარკვეთილ მოქალაქეებს სჭირდებათ კითხვებზე პასუხები. კეთილი ინებონ და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულმა ოფისებმა და სოციალურმა აგენტებმა უპასუხონ მოქალაქეების ზარებს. ვერც ერთ სოციალურ აგენტთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ მოქალაქეები, რადგან უბრალოდ უცნობია მათი ტელეფონები. იმუშაონ სახლებიდან და კითხვებზე მაინც გასცენ პასუხი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც შიმშილობენ და ზოგიერთი ლამის სიკვდილს ნატრობს. ასევე, აქტიურად აამუშაონ სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency-ს „ფეისბუქის“ გვერდი, რომელსაც 28331 ადამიანის მოწონება აქვს, მაშინ როცა 1 000 000 ადამიანია ამ სამსახურის მიერ აღწერილი და მათ ბაზაში. ამ სააგენტოს ამ ადამიანებთან დისტანციურ რეჟიმში საკომუნიკაციოდ ყველაზე ეფექტური საშუალება, სოციალური ქსელი, არ აქვს გამოყენებული. ყოველდღე ასობით ადამიანი მწერს მე ამათ ნაცვლად. 15 აპრილის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ დადებულა ამ გვერდზე, მანამდე 21 მარტს გააზიარეს გახარიას ბრიფინგი. მივმართავ გახარიას: თავად თუ არ წავა, იქნებ დაეხმაროთ და გაათავისუფლოთ ამ მძიმე ტვირთისგან სოციალური სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური. სწორედ ამ კაცის უპასუხისმგებლობით და არაეფექტური მუშაობით ათიათასობით ოჯახი არის დღეს სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი”, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია