მეუფე გერასიმე - ეკლესიისთვის ერთი კოვზით ზიარება არასდროს შეიცვლება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, ზიარების წესში ცვლილების შეტანის საკითხი არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიისთვის ერთი კოვზით ზიარება არასდროს შეიცვლება.

„მგონი, ეს საკითხი სასულიერო პირებისთვის, მრევლისთვის არ განიხილება. ხედავთ, რომ ყოველ კვირას ადამიანები ეზიარებიან. ეკლესიისთვის ერთი კოვზით ზიარება არასდროს შეიცვლება. მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ თქვენს ეთერში ყველა ტელევიზიამ გაუშვით. არც ერთმა ეკლესიამ არ შეცვალა ეს წესი, გარდა რუსეთის ეკლესიისა. 15 ეკლესია არსებობს და არც ერთს შეუცვლია. რატომ არ ცვლის იერუსალიმი? - არ ჰყავს იერუსალიმს სასულიერო პირები? რატომ არ ცვლის ანტიოქია, მსოფლიოს საპატრიარქო? არც ერთს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია“,-განაცხადა მეუფემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!