ხათუნა ზახაშვილი - კორონავირუსით ინფიცირებისა და მისი რთული მიმდინარეობის მომატებული რისკის ქვეშ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტები არიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და მისი რთული მიმდინარეობის მომატებული რისკის ქვეშ არიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტები.

ამასთანავე, მისი თქმით, ის არ იცნობს სპეციალიზებულ კვლევას, რომელიც დაადასტურებს, რომ ალერგიული რინიტი გავლენას ახდენს კოვიდინფექციის მიმდინარეობაზე. ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად არიან რისკის ქვეშ ასთმისა და ალერგიული რინიტის მქონე ადამიანები.

„არაერთხელ იყო აღნიშნული, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, არიან მომატებული რისკის ქვეშ, უფრო მძიმედ წავიდეს მათთან კოვიდინფექცია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით რაიმე სპეციალიზებული კვლევის შედეგი, რომელიც ანიშნებს, რომ ალერგიული რინიტი გავლენას ახდენს კოვიდინფექციის მიმდინარეობაზე, მე პირადად არ მინახავს. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად არის ყველგან ხაზგასმული, რომ მომეტებული რისკის ქვეშ არის გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები,“- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა