ვიქტორ ყიფიანი - ვისურვებდი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა გლობალურ კონტექსტში მისი პროეცირებით შეაფასოს

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამაზე, ცალკეულ უცხოურ გამოცდილებასა და პარალელებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის პოსტ-პანდემიური პოზიციონირების ზოგიერთ ასპექტზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

- ბატონო ვიქტორ, თითქმის უკვე ოთხი თვეა, რაც მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას უპირისპირდება. ზოგან ეს საკმაოდ წარუმატებლად ხდება, მაგრამ არის შედარებით წარმატებული მაგალითებიც.

ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ვირუსით გამოწვეულმა საწყისმა შოკმა გადაიარა და ახლა უკვე მის შედეგებთან ბრძოლის აქტიურ ფაზაზე გადასვლას განიხალავს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება. ზოგიერთ ქვეყანაში კი შეზღუდვების შემსუბუქებისა და ცხოვრების გააქტიურება უკვე დაიწყო.

- აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ საუბარია კორონავირუსით გამოწვეული საზიანო შედეგების თანდათანობით მინიმიზაციაზე. ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმულირება ძალიან ზუსტია მიმდინარე საკითხის ყველაზე უკეთ აღწერისათვის. უდავოა, რომ ვირუსმა თავისი მეტად მძიმე და ხანგრძლივად მოქმედი კვალი დაატყო როგორც საქართველოს, ისე მთელ მსოფლიოს.

ამ დროისათვის მეტ-ნაკლები სიზუსტით შესაძლებელია დარტყმის სიძლიერის გააზრება, კონკრეტული ზიანის აღნუსხვა და ამ ზიანის დაძლევისკენ მიმართულ ღონისძიებათა გეგმის შედგენა.

ამასთანავე, ორიოდე სიტყვით ვიტყოდი მომხდარი უბედურების არსსა და ბუნებაზე, გნებავთ, მის გენეზისზე. კაცობრიობის ცივილიზაციაზე არსებული ისტორიული მეხსიერება არსად და არც ერთ ეტაპზე არ გვთავაზობს ამჟამინდელი გამოწვევის ანალოგს, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

ანალოგსა ან პარალელებზე საუბრისას აღსანიშნია ისიც, რომ რაიმე შედარების მცდელობისას მხოლოდ სტატისტიკა ვერ დაგვეხმარება. საქმე მხოლოდ ციფრებზე რომ იყოს, მაშინ შედარებისათვის შესაფერის მასალად გასული საუკუნის „დიდი დეპრესია“ ან, გნებავთ, ამ საუკუნეში „დიდი რეცესია“ გამოდგებოდა.

შემთხვევითი არც ისაა, რომ კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას სიტყვა „გენეზისზე“ გაკეთებული აქცენტი სწორად მიმაჩნია. რეალურად ჩვენ მოწმენი ვართ იმ იშვიათი პრეცედენტისა, როდესაც დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში მოხდა სამი ნაირსახეობის მეგაგამოწვევის, სამი კატეგორიის კრიზისის ურთიერთგადაკვეთა და თავმოყრა. სახელდობრ, ვიმკით ღრმა ჩავარდნას გლობალურ ჯანდაცვაში, თვალს ვადევნებთ მსოფლიო ეკონომიკურ და სავაჭრო სისტემაში ძირეულ გადაჯგუფებას, ხოლო დასასრულს და უკვე დასახელებულთან ერთად - ვმონაწილეობთ საერთაშირისო ურთიერთობათა არსებული არქიტექტურის გადაწყობაში.

რეალურად ჩვენ მოწმენი ვართ იმ იშვიათი პრეცედენტისა, როდესაც დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში მოხდა სამი ნაირსახეობის მეგაგამოწვევის, სამი კატეგორიის კრიზისის ურთიერთგადაკვეთა და თავმოყრა... ვიმკით ღრმა ჩავარდნას გლობალურ ჯანდაცვაში, თვალს ვადევნებთ მსოფლიო ეკონომიკურ და სავაჭრო სისტემაში ძირეულ გადაჯგუფებას, ხოლო დასასრულს და უკვე დასახელებულთან ერთად - ვმონაწილეობთ საერთაშირისო ურთიერთობათა არსებული არქიტექტურის გადაწყობაში

ასევე საჭიროა იმაზე მითითებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითოული კატეგორია თავისი ავტონომიურობით, მასშტაბურობით ხასიათდება, წარმოდგენილ „ტრიუმვირატში“დომინანტური როლი ჯანდაცვას ენიჭება.

ამას სავსებით ბუნებრივი ახსნა აქვს, ვინაიდან სწორედ ვირუსული მოვლენა გახდა იმ სამგანზომილებიანი მასშტაბური რყევების დამაჩქარებელი, რამაც პანდემიის გლობალური ხასიათის გამო გვერდი ვერ აუარა გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის ფუნდამენტურ საკითხებს.

შედეგად, თანამედროვე ადამიანს უწევს გამკლავება არა რაღაც კონვენციურ, ტიპიური ხასიათის რეცესიასთან, არამედ ღრმა და ყოვლისმომცველ საფრთხესთან, რომელიც ემუქრება მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა გეოგრაფიასა თუ კულტურას, დამანგრევლად ზემოქმედებას ახდენს წარმოებისა თუ მომსახურების თითქმის ყველა სეგმენტსა თუ ინდუსტრიაზე.

თანამედროვე ადამიანს უწევს გამკლავება არა რაღაც კონვენციურ, ტიპიური ხასიათის რეცესიასთან, არამედ ღრმა და ყოვლისმომცველ საფრთხესთან, რომელიც ემუქრება მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა გეოგრაფიასა თუ კულტურას, დამანგრევლად ზემოქმედებას ახდენს წარმოებისა თუ მომსახურების თითქმის ყველა სეგმენტსა თუ ინდუსტრიაზე

ჩვენი საუბრის შესავალში გამოწვევის თუნდაც ასეთი მოკლე ფორმით აღწერა უფრო მეტად გვეხმარება იმ სირთულის წარმოდგენაში, რაც ჯერ პანდემიის შედეგების დასაძლევად გზების განსაზღვრას, ხოლო მერე უკვე მათ განხორციელებას უკავშირდება.

- საუბრის დასაწყისშივე ამ თემაზე ამგვარმა მსჯელობამ მიგვიყვანა ახლა ყველაზე განხილვად საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ პროგრამამდე.

ამ თემაზე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები უკვე მოვისმინეთ, მაგრამ მაინც გკითხავთ - თქვენ როგორი შეაფასებდით მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგრამას? რამდენად სრულფასოვანია იგი? შექმნილ რეალიებთან პროგრამის მისადაგების თვალსაზრისით რა ტიპის შენიშვნებს გამოთქვამდით?

- შევეცდები რეალისტურად და მიუკერძოებლად შევაფასო ანტიკრიზიული პროგრამა, რაშიც მსოფლიო გამოცდილებასაც მოვიშველიებ.

არაერთი ქვეყნის მაგალითი ისეთია - იქ, სადაც კრიზისის შედეგების დასაძლევად ქმედითი, და არა მოჩვენებითი ღონისძიებები დაიგეგმა - რაც რამდენიმე ჩვენთვის საყურადღებო გარემოებაზე მიანიშნებს.

უმთავრესი არის ის, რომ თვალსაჩინოა მცდელობა სახელმწიფოს როლის ხელახლა გააზრების, მისი გადახედვის და, დიდი ალბათობით, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის გააქტიურების.

უაზრო და უსარგებლო კლიშეებს რომ შევეშვათ, მოცემულობა იმგვარია, რომ გაჩერებული ბიზნესის პირობებში გარდაუვალი გახდა სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და კრიზისის გადასალახავად ფლაგმანად დამკვიდრება.

მოცემულობა იმგვარია, რომ გაჩერებული ბიზნესის პირობებში გარდაუვალი გახდა სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და კრიზისის გადასალახავად ფლაგმანად დამკვიდრება

გარდაუვალობა იმიტომაც ვახსენე, რომ პანდემიის მიმდინარეობისას საჯარო და კერძო სექტორებს შორის მკაფიო გამყოფი ხაზი მოიშალა და ამის მოშლა პანდემიის გენეზისის შედეგია.

მხოლოდ სიჯიუტეს უნდა მიეწეროს იმის ვერ დანახვა, რომ ქვეყნის შიდამოწყობაზე დამკვიდრებული ტიპიური წარმოდგენები თუ სტერეოტიპები თანდათანობით იცვლება, ხოლო ამ ცვლილებების შეუქცევადობა კვლავ პანდემიური გამოწვევის არსში უნდა ვეძებოთ.

ამჟამინდელმა გამოწვევამ საკუთარი, სრულიად ახალი დღის წესრიგი შემოგვთავაზა და მისი დაძლევის ალგორითმს გზადაგზა ვსწავლობთ ჩვენც და სხვა ქვეყნებიც, თანაც ვსწავლობთ, პრაქტიკულად, საველე პირობებში

ამდენად, კრიზისის მართვამ მმართველი, მაკოორდინირებელი როლი მოითხოვა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურად დაეკისრა - მსგავსად წინა „დიდი“ კრიზისებისა - ამათუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას მისი ცალკეული ინსტიტუტების სახით.

ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც კრიზისის შედეგების დაძლევის პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობამ აიღო საკუთარ თავზე და ამ მხრივ მოქმედი მთავრობა კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერით სარგებლობს.

საკუთრივ ქართული გეგმის შინაარსს რაც შეეხება, ერთი რაზედაც ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უარი ვთქვათ გეგმის შეფასებისას ე.წ. „იდეალურობის“ საზომზე.

არც ის არის სადავო, რომ ვერც ერთი მსგავსი გეგმა „იდეალური“ ვერ იქნება იმ ობიექტური სირთულეების და, ხშირად, მრავალი უცნობის გამო, რაც პანდემიამ წარმოშვა. ამჟამინდელმა გამოწვევამ საკუთარი, სრულიად ახალი დღის წესრიგი შემოგვთავაზა და მისი დაძლევის ალგორითმს გზადაგზა ვსწავლობთ ჩვენც და სხვა ქვეყნებიც, თანაც ვსწავლობთ, პრაქტიკულად, საველე პირობებში.

ქართული ანტიკრიზისული პროგრამის ყველა უცხოურმა ანალოგმა პრაქტიკულად გვერდი აუარა გრძელვადიან ეკონომიკურ ან სისტემურ კომპონენტებს და დიდწილად აქცენტი ადამიანისა და ბიზნესის კრიზისის პირობებში გადარჩენაზე გააკეთა მხოლოდ. ამ გზით წავიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ამავე გზით მიდის ევროპული კავშირი... საქართველოს მთავრობამაც ასეთივე მიდგომა არჩია სახელმძღვანელოდ და მისი ეს არჩევანი სავსებით ლოგიკურია

ამიტომაა, რომ პირადად ჩემი შეთავაზება იქნება გეგმის ავკარგიანობაზე საუბრისას ამოვიდეთ მისი კონცეპტუალური სულისკვეთებიდან, მოვახდინოთ გეგმის შეფასება პრინციპების დონეზე, ვიმსჯელოთ თუ რა არ გაითვალისწინა ან ვერ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში ისეთი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო სხვა ქვეყნებში არსებულ მაგალითებზე დაყრდნობით.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ჰოლისტური მიდგომა უფრო საღი და რაციონალურია, გაცილებით უკეთ არის მორგებული მიუკერძოებელი შეფასების პროცესს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით განვაზოგადებ, რომ ქართული ანტიკრიზისული პროგრამის ყველა უცხოურმა ანალოგმა პრაქტიკულად გვერდი აუარა გრძელვადიან ეკონომიკურ ან სისტემურ კომპონენტებს და დიდწილად აქცენტი ადამიანისა და ბიზნესის კრიზისის პირობებში გადარჩენაზე გააკეთა. კერძოდ, ამ გზით წავიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ამავე გზით მიდის ევროპული კავშირი, როგორც გარკვეულწილად ზეეროვნული გაერთიანება, ასეთივე კურსი აირჩიეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ამავე ხელწერას მიუყვება ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ანტიკრიზისული რეჟიმის ზომები ამათუ იმ სამოქმედო პაკეტსა თუ გეგმაში მოაქცია. ამდენად, საქართველოს მთავრობამაც ასეთივე მიდგომა არჩია სახელმძღვანელოდ და მისი ეს არჩევანი სავსებით ლოგიკურია.

გლობალურ ტრენდად იქცა ახალი „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ შეთავაზება, რომელიც - სხვა საკითხებთან ერთად - ასევე გადახალისებული სოციალური ფორმაციის ნიშანსვეტად შეიძლება მოვნიშნოთ. ამ ფონზე არც ქართული ანტიკრიზისული მიდგომაა გამონაკლისი

იგი ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც პროგრამაზე მუშაობისას ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ, ჯერ ერთი, შეინარჩუნა და არ გადაუხვია დიდი ხნის ადრე დეკლარირებულ სოციალურ პრიორიტეტებს, მეორე მხრივ კი, - იდეოლიგიურ პრეფერენციას რომ თავი დავანებოთ, - შექმნილი მძიმე სურათი ობიექტურად არ სთავაზობდა მთავრობას თვისობრივ განსხვავებულს რაიმე სხვა ალტერნატივის სახით.

მოცემულობა არის პროზაულად ხისტი და პირდაპირი - ეპიდემიის დროს ადამიანზე - იქნება იგი სოციალურად დაუცველი, დასაქმებული, თუ ნებისმიერი სხვა - ზრუნვა სასიცოცხლო ამოცანად იქცა.

ამის გამოსახატად პროგრამა შეეხო დახმარებისა და ხელშეწყობის პრაქტიკულად ყველა ძირითად მეთოდს, ვთქვათ, კრიზისით განცდილი ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციას, სხვადასხვა მიმდინარე გადასახადების ახლებურად დარეგულირებას, სამსახურიდან მასობრივი განთავისუფლებისა თუ შემცირებების პრევენციას და ა.შ.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გლობალურ ტრენდად იქცა ახალი „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ შეთავაზება, რომელიც - სხვა საკითხებთან ერთად - ასევე გადახალისებული სოციალური ფორმაციის ნიშანსვეტად შეიძლება მოვნიშნოთ. ამ ფონზე არც ქართული ანტიკრიზისული მიდგომაა გამონაკლისი.

ბიზნესის გადარჩენა კანონზომიერად გაუტოლდა ქვეყნის, როგორც საერთაშორისო გეოეკონომიკური სუბიექტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას და მეტიც, - მისი ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვას. ამ გაგებით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები მთავრობას, ფაქტობრივად, „ბოლო გადახდის გადამხდელად“ აქცევს კერძო სექტორისათვის ფისკალური თუ სხვა დახმარების, ხელშემწყობი ინიციატივებისა თუ სუბსიდირების პროგრამების გავლით

შექმნილ მძიმე ვითარებაში თანაბრად მისახედი გახდა ეგზოგენური ზემოქმედების შედეგად ჩვეული რეჟიმიდან ამოვარდნილი ბიზნესიც. ახლა უკვე „დიდი გაჩერების“ - როგორც ეს მიმდინარე კრიზისს ეწოდა - პირობებში მწვავედ დადგა რეალური ეკონომიკის სრული მოშლის საშიშროება, პრობლემად იქცა მისი ლიკვიდურობა, სამეწარმეო სუბიექტებში კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის დამაგრება დაუკავშირდა საკუთრივ კომპანიების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ქვეყნის შიდა და გარე ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების წყვეტის თავიდან აცილებამ მოითხოვა ამ კავშირების დროებით მაინც დაკონსერვება, მათი „მიძინებულ“ რეჟიმში გადაყვანა და სხვა.

მოკლედ, ბიზნესის გადარჩენა კანონზომიერად გაუტოლდა ქვეყნის, როგორც საერთაშორისო გეოეკონომიკური სუბიექტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას და მეტიც, - მისი ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვას. ამ გაგებით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები მთავრობას, ფაქტობრივად, „ბოლო გადახდის გადამხდელად“ აქცევს კერძო სექტორისათვის ფისკალური თუ სხვა დახმარების, ხელშემწყობი ინიციატივებისა თუ სუბსიდირების პროგრამების გავლით.

ახლა როგორც არასდროს მეტი დაფიქრება გვმართებს, ვინაიდან როგორც ქვეყანა ვიმყოფებით ურთულეს რეგიონში, ხოლო ფორმირების პროცესში მყოფი გარდამავალი გლობალური ფორმაცია მაღალი ეკლექტურობით გამოირჩევა. ასეთ დროს რეალიზმი გამოწვევებზე სრულფასოვანი მსჯელობის საშუალებას, ხოლო რაციონალიზმი კი მოქმედებისას საჭირო ოპერატიულ სივრცეს იძლევა

შესაბამისად, აღნიშნული არ გამოირჩევა „ქართული კოლორიტით“ და მისი საფუძვლები ამ მომენტისათვის მსოფლიოში დანერგილი პრინციპების თანხვედრია. ამის გააზრება და გაგება არსებითია იმდენად, რამდენადაც სხვაგვარად შეუძლებელი გახდება პროგრამის სრულფასოვანი შეფასება მხოლოდ მის ცალკეულ დებულებებსა თუ ციფრობრივ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

არც იმას ვიტყვი, რომ სხვადასხვა ქვეყნის ანტიკრიზისულ მიდგომებში უმეტესად სოციალური სოლიდარობის აქცენტების ფონზე, ქართული მიდგომა სრულიად „უნივერსალურია“.

რა თქმა უნდა, იოლი დასაშვებია პროგრამის ამოქმედების გზადაგზა მისი შემდგომი დახვეწა, დაზუსტება და გაუმჯობესება. უბრალოდ, ამ განმარტებებით მინდა აუდიტორიამდე უკეთ მივიტანო ჩემი განზოგადებული შეფასება ქართული ანტიკრიზისული პროგრამის კონცეპტუალურ მხარეზე.

ასევე ვისურვებდი, რომ საკუთრივ ჩვენმა საზოგადოებამ ანტიკრიზისული პროგრამა შეაფასოს არა საერთო გლობალური კონტექსტიდან ამოგლეჯვით, არამედ ამ კონტექსტში მისი პროეცირებით.

- დღეს ყველა იმ იმედით ვართ, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხდება და ყველა არსებული შეზღუდვაც მოიხსნება. რა თქმა უნდა, პანდემიის დასრულების ზუსტ ვადაზე საუბარი ძალზე რთულია, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს ვადა დადგება და ჩემი შეკითხვაც პანდემიის შემდგომ რეალობას უკავშირდება, რომელზე ფიქრი უკვე დასაწყებია.

ამასწინდელ ინტერვიუში „ინტერპრესნიუსთან“ თქვენ სწორედ პანდემიის შედეგად ახალი რეალობის ზოგად კონტურებზე, მის ცალკეულ ასპექტებზე ისაუბრეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან რას დაამატებთ ნათქვამს? მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ სწრაფად ვითარდება გარკვეული პროცესები ჩვენი ქვეყნის გარეთ?

- ვეცდები კეკლუცობისა და ქარაგმების გარეშე გულახდილად გიპასუხოთ. საუბრის დასაწყისში აღვნიშნავ, რომ ამ პასუხს წინ უძღვის ჩემი მხრიდან გარკვეულ პროცესებზე რეგულარული დაკვირვება და მათი რეალურ დროში ანალიზი.

„ცივი ომის“ დასრულებით მსოფლიო თითქოსდა დაემშვიდობა მე-20 საუკუნის მსოფლიო ომების გავლენის შედეგად რეინკარნირებულ ვესტფალიის სისტემას და ახალი წესრიგის აგებას შეუდგა.

საერთოდ, ამ საკითხზე საუბრისას ვცდილობ მოვერიდო სტანდარტული კლიშეების - „გლობალიზმი“, „ანტიგლობალიზმი“, „პაქს ამერიკანა“, „სუვერენული დემოკრატია“ და ა.შ. - გამოყენებას და ამ ფუღუროსეული დეფინიციებით აპელირებას.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და დავიწყებ იმით, რომ, არ მინდა ვინმეს თავი „ყოვლისმცოდნე ექსპერტად“ მოვაჩვენო, არამედ აქტუალურ თემებზე მხოლოდ მსჯელობის ინიცირებასა და ღია ფორმატში განხილვას ვთავაზობ.

გარდა ამისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენთან ეს განსაზღვრებები თუ კონცეპტები ბოლომდე იყოს გააზრებული და გათავისებული. ამას კიდევ არაუშავს, როდესაც მათ ირგვლივ მხოლოდ თეორიზირება ხდება, მაგრამ გაცილებით მძიმე და სარისკო ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს სავარჯიშო პრაქტიკული პოლიტიკის გადაწყვეტილებებამდე დავიდა.

არ ვარ მომხრე დოგმების გზით ვიაროთ და ეს უკვე ვახსენე კიდეც. ხოლო თუ მაინცდამაინც სახელები უნდა დავირქვათ, პირადად მე, მსჯელობის რეალიზმისა და მოქმედებაში რაციონალიზმის მომხრე ვარ.

მიმაჩნია, რომ ახლა როგორც არასდროს მეტი დაფიქრება გვმართებს, ვინაიდან როგორც ქვეყანა ვიმყოფებით ურთულეს რეგიონში, ხოლო ფორმირების პროცესში მყოფი გარდამავალი გლობალური ფორმაცია მაღალი ეკლექტურობით გამოირჩევა. ასეთ დროს რეალიზმი გამოწვევებზე სრულფასოვანი მსჯელობის საშუალებას, ხოლო რაციონალიზმი კი მოქმედებისას საჭირო ოპერატიულ სივრცეს იძლევა.

თვისობრივად ახლად აღმოცენებული განზომილება ჩვენი ქვეყნისათვის თანაბრად სარისკო და იმედის მომცემია. სარისკოა იმდენად, რამდენადაც ახალი შესაძლებლობებისათვის ამ ისტორიული შანსის გამოუყენებლობა კარგს არაფერს გვიქადის, ხოლო მორიგი შანსის ისტორიული ფანჯარა როდის და რა პირობებში გაიხსნება, უცნობია

ამდენად, აბსოლუტურად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დისკუსია იმაზე, თუ როგორი იქნება „დღე კორონას შემდეგ“ აუცილებელია და დროზე დასაწყები. პრობლემებმა, საფრთხეებმა და გამოწვევებმა ჯერ კიდევ კრიზისამდეც მოიყარა თავი, მაგრამ პანდემიამ უფრო დააჩქარა დაგროვილ შეკითხვებზე დროული პასუხების აუცილებლობა. ჩაირთო წამზომი შესაძლო სწორად ნაპოვნი პასუხების პრაქტიკაში დასანერგად.

მიმაჩნია, რომ ეს თვისობრივად ახლად აღმოცენებული განზომილება ჩვენი ქვეყნისათვის თანაბრად სარისკო და იმედის მომცემია. სარისკოა იმდენად, რამდენადაც ახალი შესაძლებლობებისათვის ამ ისტორიული შანსის გამოუყენებლობა კარგს არაფერს გვიქადის, ხოლო მორიგი შანსის ისტორიული ფანჯარა როდის და რა პირობებში გაიხსნება, უცნობია.

ერთია ქვეყნის მოდერნიზებასა და ნახტომისებურ განვითარებაზე ორიენტირებული პოსტ-კრიზისული გეგმის შექმნა, რაც მას მეგზურობას გაუწევს პოსტ-პანდემიურ სამყაროში ფუნქციონალურად გამართული ეროვნული სახელმწიფოს დასამკვიდრებლად

იმედს კი ამ თაობათა შესაძლებლობა უკავშირდება ისარგებლონ მოცემული მომენტის კონიუნქტურით და ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანონ.

- შეგიძლიათ წინა პასუხის მეტი დეტალიზაცია და დაკონკრეტება?

- სიამოვნებით. არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოსდა ჩვენი ქვეყნის მესიანურ დანიშნულებაზე ვსაუბრობდე. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში და აქვე კიდევ ერთხელ საგანგებოდ ხაზი მინდა გავუსვა რეალიზმისა და რაციონალიზმის სიმბიოზს. მეტ კონკრეტიკასთან დაკავშირებით კი მხოლოდ რამდენიმე გარემოებაზე შევჩერდები.

დღეს ხშირად გვესმის, - მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან - თუ რაოდენ კარგად უმკლავდება საქართველო ეპიდემიურ კრიზისს. განსაკუთრებით აღინიშნება ისიც, რომ ქვეყანა ამას ახერხებს მის ხელთ არსებული ძალზე მოკრძალებული მატერიალური და ლოჯისტიკური რესურსის პირობებში.

იმედია, ასეთი შეფასება ბოლომდე გაგვყვება და გაუთვალისწინებელიც არაფერი მოხდება, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უფრო მეტად შეუწყობს ხელს. მაგრამ, ფაქტია, რომ მხოლოდ იმიჯით შორს ვერ წახვალ, თუ მას პრაქტიკული დატვირთვა და სარგებელი არ შესძინე. ასეთი სარგებელი კი მაღალი რეპუტაციული იმიჯისა და ქვეყნის სისტემურად გრძელვადიანი განვითარების ურთიერთკავშირში გამოვლინდება.

რეალურად, კრიზისის წარმატებულმა დაძლევამ ხელი უნდა შეგვიწყოს რეგიონალურ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი უფრო მყარ და საიმედო პოზიციონირებაში. ამ პრაქტიკული მიზნის მისაღწევად ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისში" ჩემს კოლეგებთან ერთობლივად ორ შემდეგ პირობას ვასახელებთ.

კერძოდ, ერთია ქვეყნის მოდერნიზებასა და ნახტომისებურ განვითარებაზე ორიენტირებული პოსტ-კრიზისული გეგმის შექმნა, რაც მას მეგზურობას გაუწევს პოსტ-პანდემიურ სამყაროში ფუნქციონალურად გამართული ეროვნული სახელმწიფოს დასამკვიდრებლად.

ამ და არაერთი სხვა საინტერესო ინიციატივის დანერგვით საქართველოს მიეცემა კარგი საშუალება იქცეს ერთგვარ ინტელექტუალურ ჰაბად „უკეთესი მსოფლიოსათვის“ შენების საქმეში

დამატებით, მეტად სასურველია თბილისი ვაქციოთ მსოფლიოს მიმდინარე და სამომავლო აქტუალურ თემებზე თავმოყრისა და განხილვისათვის - იქნება ეს უსაფრთხოება, წესრიგი, კომერცია, ციფრული ეკონომიკა, თანამედროვე ჯანდაცვა თუ სხვა - რეგიონალური თუ ფართო საერთაშორისო აუდიტორიის მხრიდან ერთ-ერთ აღიარებულ ლოკაციად.

ვფიქრობთ, რომ ამ და არაერთი სხვა საინტერესო ინიციატივის დანერგვით საქართველოს მიეცემა კარგი საშუალება იქცეს ერთგვარ ინტელექტუალურ ჰაბად „უკეთესი მსოფლიოსათვის“ შენების საქმეში.

მეტიც, - ასეთ ინიციატივებს და პროექტებს კიდევ ერთი, არანაკლებ პრაგმატული დატვირთვა აქვს. საქმე ისაა, რომ მათი პრაქტიკული ხორცშესხმით ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობა კიდევ უფრო მოიმატებს, რაც ამავდროულად მის საზიანოდ მომართულ გარე და შიდა რისკებს უფრო მართვადს გახდის.

ამ საქმისათვის მზადების დაწყება გადაუდებელია. მით უფრო, რომ დღევანდელი მოცემულობის პრიზმაში განჭვრეტადი ხვალინდელი მსოფლიო სავარაუდოდ, არც „ლიბერალური“ იქნება და არც „მოწესრიგებული“.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით