„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს ახალ სერვისს - „სახლიდან სახლში“  სთავაზობს

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს სთავაზობს ახალ სერვისს - „სახლიდან სახლში“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისის „სახლიდან სახლში“ დახმარებით, მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ „საქართველოს ფოსტის“ ქოლ ცენტრის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულებას, მოგაკითხავთ მისამართზე და უზრუნველყოფს თქვენი გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც განპირობებული იქნა ვირუსის COVID-19-ის გავრცელებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა სერვისი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაეცვათ რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რათა ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების პრევენციას“, - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები სრულად არიან აღჭურვილნი დამცავი საშუალებებით: სადეზინფექციო ხსნარით, ხელთათმანებით, ნიღბებით და დამცავი ფარებით. ასევე კომპანია გზავნილთა მიღება/ჩაბარებას ახორციელებს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სერვისს. „სახლიდან სახლში“ სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე gpost.ge, ხოლო სერვისით სარგებლობისთვის დაუკავშირდით საქართველოს ფოსტის ქოლ ცენტრს 264 96 49“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა