თენგიზ ცერცვაძე - ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული გამოკვლევა - მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა. მისი თქმით, მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა მაინც ვერ მოხერხდება.

„სამინისტროს ახალი ინიციატივით ტესტირება უტარდება ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა კლინიკურ დაწესებულებაში, უკლებლივ ყველას, ვისაც აქვს პნევმონია ან ვისაც აქვს ცხელება, ანუ ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფს კვლევაზე. ახლა ამას დაემატება სამედიცინო პერსონალის, სხვა ორგანიზებული ჯგუფების, მაგალითად იგივე ძალოვანი სტრუქტურების, გამოკვლევა და დაემატება ასაკოვანი ადამიანების გამოკვლევა. ფაქტობრივად, დაფარული იქნება ყველა მნიშვნელივანი სამიზნე ჯგუფი და ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ეს სამიზნე ჯგუფები გაფართოვდება. ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა იმიტომ, რომ ჩვენ მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ და თან არასამიზნე ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია