სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფელ ცაიშში მიმდინარე პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა გაეცნო.

უწყების ცნობით, რწმუნებულის მოადგილე ცაიშში მცხოვრებ მეწარმის ნანა ფიფიას მარწყვის მეურნეობასაც გაეცნო. მეწარმემ ამ პერიოდში უკვე მოახდინა 3 ტონა პროდუქციის რეალიზება და შინ მიტანის სერვისი დანერგა, აგრარული ბაზრების გახსნის შემდეგ კი, მარწყვის შეტანას ბაზრობებზეც იწყებს.

"მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა ფერმერებს არ უჭირს პროდუქციის რეალიზება. მათ თავად აქვთ სადისტრიბუციო ქსელი, უკვე რეალიზაციაში გასულია 3 ტონა მარწყვი. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეგიონში არ შეფერხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია და საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება”, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს