კახა კუჭავამ ევროკავშირის ელჩთან „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან, ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მხარეებმა კოვიდ-19 -თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. კახა კუჭავამ ევროკავშირის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეფორმები აქვს საქართველოს დაგეგმილი ამ მიმართულებით და როგორ ხორციელდება ისინი, როგორია ქვეყანაში სტატისტიკა კოვიდ-19 -თან მიმართებაში და ა.შ.

მათ ასევე ისაუბრეს, ზოგადად, ეკონომიკურ პროგრამაზე და იმ შესაძლებლობებზე, როდესაც ქვეყანა შეძლებს უფრო აქტიურად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს იმ თანადგომისთვის, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენს.

„შეხვედრაზე ყურადღება, ბუნებრივია, დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომლებსაც ოკუპანტი ქვეყანა იყენებს თავის სასარგებლოდ მაშინ, როცა ყველა ებრძვის ამ უხილავ მტერს, ცდილობენ უფრო აგრესიულად იმოქმედონ ქვეყნის წინააღმდეგ. ელჩმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს სრული მხარდაჭერა და თანადგომა ამ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს