ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პანდემიის დროს ზოგიერთი კომპანია დასაქმებულთა უფლებების იგნორირებას ახდენს

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პანდემიის დროს ზოგიერთი კომპანია დასაქმებულთა უფლებების იგნორირებას ახდენს.

მისი განცხადებით, ზოგიერთი დამსაქმებელი თანამშრომლებს შეუსაბამო გარემოში მუშაობას აიძულებს და არღვევს მათ უფლებებს.

„პანდემიისა და კარანტინის პირობებში, იმ დროს, როდესაც საზოგადოება მაქსიმალურად სოლიდარული გახლავთ ერთმანეთის მიმართ და ცხოველური ინსტიქტების განდევნითა და ადამიანური სახის დაბრუნებით არის დაკავებული, არსებობს რიგი კომპანიები და კორპორაციები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ იგნორირება მოახდინონ დასაქმებულთა უფლებების. მათ შეუზღუდეს ხელფასები, მოხდა ძალდატანებით ადამიანების უხელფასო შვებულებებში გაშვება, ტრანსპორტის თანხების დაზოგვის მიზნით, რიგი მიწოდების ქსელები თანამშრომლებს აიძულებენ, რომ იყვნენ შეუსაბამო გარემოში და ამით ზუდავენ მათ უფლებებს და არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება, რომელსაც მთავრობა არაფორმალურად დასაქმებულ პირებზე გასცემს, სრულად ვერ უზრუნველყოფს ყველა თვითდასაქმებულს.

„მშრომელთა უფლებების კუთხით ორადაა გამოწვევები გაყოფლი. პანდემიამდე და პანდემიის შემდგომი პერიოდი. ყველა ის გამოწვევა, რაზეც პანდემიამდე საუბრობდა პროფკავშირები, მაგალითად: უმშევრობის შემწეობა, და შრომის წიგნაკი, დღეს რომ გვქონოდა, არ მოხდებოდა ისე, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებლი ადამიანები არ დარჩებოდნენ მოწყვლად ჯგუფად. ისინი მიიღებდნენ მცირე და არაადეკვატურ, მაგრამ შესაბამის დახმარებს. არაადეკვატურს იმიტომ, რომ მინიმალური ხელფასის გამოთვლის წესი არ გახლავთ ლოგიკური და ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, არ არსებობს მინიმალური ხელფასი. ახლანდელი გამოწვევა რაც გახლავთ, ეს არის უდიდესი პრობლემა, ყველაზე კარგი პროგნოზითაც კი გახლავთ 4%-იანი ეკონომიკური ვარდნა, რომელიც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება დასაქმების სხვადასხვა სექტორზე. ეს გახლავთ ტურიზმი, ტრანსპორტი, მიწოდების ქსელები, სარესტორნო ბიზნესი და საბოლოო ჯამში ევროპის მასშტაბით 50 მილიონი სამუშო ადგილის შემცირება მოხდება“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს