„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს და სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადაადგილების შესახებ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს და სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანა კვლავ მძიმე შეზღუდვების ქვეშ ცხოვრობს.

მისივე განმარტებით, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები თავიდანვე, ხშირ შემთხვევაში, აბსურდული იყო და შერჩევითად სრულდებოდა“.

„ყველა ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში, მთავრობებმა დაიწყეს ეკონომიკის სწრაფად გახსნა და მოქალაქეებისთვის შანსის მიცემა, რომ შეინახონ საკუთარი ოჯახები და აღარ მიიღონ უმძიმესი დარტყმები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პირობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ, რა ტემპში გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან, იმიტომ, რომ ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ის, ვინც ამ პროცესში დააგვიანებს, მიიღებს კიდევ უფრო მეტ ზარალს. ეს აისახება მოქალაქეებზე, ოჯახებზე და შეიძლება უმძიმესი შედგებით დასრულდეს. ის შეზღუდვები, რომელიც აქამდე იყო შემოღებული, იმდენად შერჩევითი და არათანმიმდევრული იყო, რომ აპრიორი დაუკარგა ეფექტი და აზრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მათ მიერ შემოთვაზებული გამოსვლის გეგმა არის ძალიან ნელი ტემპის, გაუაზრებელი და დამატებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. სწორედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას ერთი კვირის შემდეგ, 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, გახსნას ყველა ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მისცეს შანსი, რომ ოჯახი შეინახოს. იქამდე, უნდა შეიმუშავოს გონივრული წესები და შეზღუდვები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის. მაგალითად, პირბადეების სავალდებულობა დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვა და ამ წესების დარღვევისთვის, რა თქმა უნდა, იყოს ჯარიმები და შემდგომი ადეკვატური სანქციები.

მეორე - მყისიერად მოხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს.

მესამე - აღადგინოს ქალაქებს შორის გადაადგილება, იმიტომ, რომ ესეც უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენს ქვეყანას და უნდა შემოიღოს ტესტირების წესი, სადაც ინფიცირების ზონა არის. მაგალითად, სწრაფი და მასობრივი ტესტირება, იმისათვის, რომ პრობლემები გამოირიცხოს.

მეოთხე - კერძო ავტომობილებთან დაკავშირებით აბსურდული შეზღუდვებია, ოჯახის წევრების გაადგილებასთან დაკავშირებით.

მეხუთე - უნდა გაუქმდეს, სოფლის მეურნეობის ექსკლუზივი, რომელიც მიეცა ფირმებს და ფირმებს შორის კონკურენცია იყოს.

მეექვსე - სასწრაფოდ გაიხსნას საჰაერო სივრცე, ოღონდ, იქვე შეიძლება დაწესდეს ტესტირების და კარანტინის აუცილებლობა შემომსვლელი ადამიანებისთვის. მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ასეთი შეზღუდვების მოხსნა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ არ ჩამოვრჩეთ. რა თქმა უნდა, შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს, ყველაზე სახიფათო ჯგუფებისთვის 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და მასობრივ შეკრებებზე, ფიზიკური პირების. ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძალიან სწრაფად“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა