არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისის მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წედისში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციიდან აცნობეს, რწმუნებულმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივებს არც საკვებისა და არც მედიკამენტების მომარაგების კუთხით პრობლემები არ აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსაც იცავენ და სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებათ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული სოფელში, თერმოსკრინინგის მიმდინარეობას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკა მაისურაძესთან ერთად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა. არჩილ ჯაფარიძემ წედისში მცხოვრებ მოსახლეობას ქართული წარმოების პირბადეები გადასცა და სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე მათთან ერთად იმსჯელა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ