ვახტანგ ძაბირაძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად სწორად მოქმედებდა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად სწორად მოქმედებდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ პანდემიის ფონზე, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას განაცხადა. როგორც ძაბირაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, ხელისუფლებამ ეკონომიკის გახსნის კუთხით ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადადგას.

“შეიძლება ითქვას, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყანაში, იქიდან მოყოლებული ხელისუფლებამ გარკვეული და საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც რჩება, რომელიც ლოგიკურად მთლად გამართლებული არ იყო და არ არის, ვგულისხმობ, ავტომობილით ერთი ოჯახის წევრების (3 ადამიანზე მეტი ადამიანის) გადაადგილების აკრძალვას და შემდეგ არც მთლად გამართლებული მსუბუქი მანქანებით გადაადგილების აკრძალვას, რომელიც უფრო აღდგომის დღესასწაულებს უკავშირდებოდა ირიბად, ვიდრე რეალურად მომდინარეობდა იქედან, რომ საჭირო იყო ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ზოგადად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ანტიკრიზული გეგმის წარდგენამდე მეტ-ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მოქმედებდა სწორად და იყო ნორმალური შედეგები, მაგრამ რეალობა ამ 1 თვის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა, როგორც დაავადების გავრცელების, ასევე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. ამიტომ ვთვლიდი და ვთვლი დღესაც, რომ ნაბიჯები უკვე უნდა გადადგმულიყო და ხელისუფლება ვალდებული იყო, რომ მოეძებნა ოქროს შუალედი პანდემიის გავრცელების თავიდან აცილებასა და ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ის გასაგებია, რომ მედიკოსები მოითხოვნდნენ მაქსიმუმს და ეს მისაღები და სწორი იყო, მეორე მხრივ, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ვითარება მოითხოვდა თავის წილს, ამიტომ ხელისუფლებას ამ ორ პრობლემას შორის უნდა მოეძებნა ყველაზე სწორი და ოპტიმალური გზა. ჩვენ შევძელით პანდემიასთან მეტ-ნაკლებად გამკლავება, მაგრამ ამასთანავე აუცილებელი იყო ეკონომიკის გახსნა”, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ბათუმთან და ქუთაისთან ერთად, თბილისისა და რუსთავის გახსნაც გაცილებით სწრაფად უნდა მოხდეს და ასევე, უნდა აღდგეს სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა