ალექსანდრე ლუკაშენკო - 9 მაისს აღლუმის გაუქმების მიზეზი არ გვაქვს - თუ სადმე კითხულობთ, რომ ლუკაშენკო ჭკუიდან შეიშალა, არ მოუსმინოთ

ჩვენ გამარჯვების აღლუმის გაუქმების მიზეზი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაიმე გავლენას არ მოახდენს ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის მინსკი დიდი ხანია ემზადება და „ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას“ ვერ გადადებს.

„იქ არავის ვექაჩებით და ძალით არავის მივათრევთ. დარწმუნებული ვარ, რომ იმის გარეშეც, რომ ხალხს არ დავაძალოთ, ისედაც ბევრი ხალხი მივა“,- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ხალხმა არ უნდა დაიჯეროს, თუ სადმე წაიკითხავენ, რომ გაგიჟდა.

„თუკი სადმე კითხულობთ, რომ ლუკაშენკო ჭკუიდან შეიშალა და ამას აკეთებს, არ მოუსმინოთ“,- დასძინა ბელარუსის ლიდერმა.

ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსის 17 489 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 103 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მიუხედავად ამისა, მინსკი 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გადადებას არ აპირებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს