აშშ-ის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.

პროფესორის სახლთან ახლოს მანქანაში პოლიციამ კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ მეცნიერი სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ მოკლა.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.

პიტსბურგის უნივერსიტეტმა პროფესორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ძალიან ვწუხვართ ბინგ ლუს ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ის პიტსბურგის უნივერსიტეტის პატივსაცემი თანამშრომელი იყო, რომელიც ნაყოფიერი შრომით გამოირჩეოდა. ლუ SARS-SoV-2-ის ინფექციის უჯრედულ მექანიზმს და მის მიერ გამოწვეული გართულებების ციტოლოგიურ საფუძვლებს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო,”- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა