გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

„მერაბ კობიაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 და 108-ე მუხლებით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ერთი ადამიანის განზრახ მკველელობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ბრალი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ჩვენ იმედი გვქონდა, როცა პროკურატურა რეალობას კარგად შეისწავლიდა, დევნას თავად შეწყვეტდა, თუმცა, ნაცვლად ბრალის შეწყვეტისა, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც აბსურდული და დასაბუთებელია, ისევე როგორც, მთლიანად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ სასამართლოში აუცილებლად მივაღწევთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის გამართლებას და მის მიმართ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება.

საზოგადოების ყურადღება მინდა იმასთან დაკავშირებით გავამახვილო, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ სცემს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი წაქცეულ მერაბ კობიაშვილს და სახეში როგორ ურტყამ ხელებს, ფეხებს და როგორ აყენებს სხვადასხვა დაზიანებას. საქმეში სამედიცნო ინფორმაციაც არსებობს, თუ როგორი დაზიანება ჰქონდა კობიაშვილს მიყენებული. აღნიშნული არცერთი პირის მიმართ ბრალი წაყენებული არ არის და არცერთი მათგანი პასუხისგებაში მიცემული არ არის, თუნდაც ცემის მუხლით“, - აცხადებს კაკაბაძე.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის