მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი უნიკალური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და აღნიშნული კომპლექსი წელს დასრულდება, რომლის შედეგადაც ზუგდიდელებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის 15 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა. ამ ეტაპზე გრძელდება დარჩენილი 3000 ოჯახის გამრიცხველიანება.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“