ამირან გამყრელიძე - ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომაზე COVID19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება, ამიტომ მოწოდებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე

ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა COVID19-ის და გრიპის ვირუსის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სწორედ ამიტომ, სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე.

„ყველაზე რთული იქნება თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა გრიპის საწინააღმდეგო აცრების. ჩვენ დავიწყეთ 5 000 -10 000 ადამიანიდან და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით, კერძო სექტორმა კიდევ დაახლოებით 35 000. წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ ჯგუფები მოვიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს