ლევან რატიანი - 3 პაციენტი რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას, დღის ბოლოს ველოდებით, რომ დაახლოებით 10 პაციენტი გაეწერება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკიდან დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება, ხოლო განმეორებითი უარყოფითი პასუხების შემთხვევაში დღის ბოლოს კლინიკას კიდევ დაახლოებით 10 პაციენტი დატოვებს.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეანიმაციაში ამ ეტაპზე 4 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ერთს დღეს თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში შესულია 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია და მათი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

„ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს - 75. აქედან 58 არის ინფიცირებული. 3 რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას. უარყოფითი კლინიკა არცერთ პაციენტთან არ გვხვდება. რეანიმაციაში 4 პაციენტია ამჟამად, ერთი ჩამოდის თერაპიულში, ანუ რჩება - 3. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა, ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ მათი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, მოხნილია ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციიდან. რამდენიმე დღე დაველოდებით და ალბათ, ორშაბათიდან ჩამოვა თერაპიულ განყოფილებაში“,- განაცადა რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ორსულებს, რატიანის ინფორმაციით, მათთან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ ვლინდება. „ორსულების მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი კლინიკური გამოვლინება კოვიდინფიცირებისთვის დამახასითებელი არ ვლინდება. უტარდებათ მონიტორინგი. რადგან არიან უსიმპტომოები, არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს“,- განაცხადა რატიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს