რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე - ჩვენ ვენდობთ იმ პასუხებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვიგზავნიან, რა თქმა უნდა, PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დევი ტაბიძის განცხადებით, ყველა ადამიანის შემთხვევაში, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხი მიიღეს. დღეს კი ისინი 14-15 პაციენტის გატესტვას გეგმავენ.

მისივე განცხადებით, საერთო ჯამში კლინიკას 87 კოვიდინფიცირებული ჰყავს გატარებული და აქედან მთლიანობაში, ამ ეტაპზე, 35 გამოჯანმრთელებულია.

„ჩვენ მივიღეთ წინა დღეს გატესტილი ადამიანების პასუხები და არცერთი დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირდა. დღეისათვის 14-15 პაციენტის გატესტვას ვგეგმავთ და ტრადიციულად საღამოს იქნება ეს პასუხები. საერთო ჯამში ჩვენ კლინიკას 87 კოვიდინფიცირებული გვყავს გატარებული და აქედან მთლიანობაში ამ ეტაპზე 35 არის გამოჯანმრთელებული“,- განაცხადა დევი ტაბიძემ.

გარდა ამისა, ის ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას PCR ტესტების სიზუსტესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სწრაფი ტესტი იქნება ეს თუ PCR ტესტი, ცდომილება ყველა ვარიანტში შეიძლება მოხდეს.

„სწრაფი ტესტი იქნება ეს თუ PCR ტესტი, ცდომილება ყველა ვარიანტში შეიძლება მოხდეს. 100%-იანი გადაწყვეტილება, იმის, რომ ნამდვილად ასეა ეს, ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ ვართ კლინიცისტები, ლაბორატორიაში ვაგზავნით ამ კითხვებს და ლაბორატორიიდან მოსული პასუხებით ვართ აღჭურვილები, შესაბამისად შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ან ვწყვეტთ მკურნალობას. ჩვენ ვენდობთ იმ პასუხებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გვიგზავნიან, რა თქმა უნდა, PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი“,- აღნიშნა ტაბიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა