საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო უწყებაში განუცხადეს, ნინუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების - უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა, რასაც, ყველასთვის ცნობილია, რომ სახელმწიფომ, სამინისტრომ და უშუალოდ მან ღირსეულად გაართვეს თავი.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ. ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად”, - აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა