რომან გოცირიძე - უკვე ყველა არაორაზროვნად ამბობს, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას

უკვე ყველა არაორაზროვნად ამბობს, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით განუცხადა. გოცირიძის თქმით, თუკი არ მოხდება საარჩევნო სისტემის შეცვლა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„უკვე ყველა არაორაზროვნად ამბობს, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარმა, ევროკავშირის ელჩმა, აშშ-ის ელჩმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკების პროცესში. მათ დაადასტურეს იგივე. თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, თუკი არ მოხდება საარჩევნო სისტემის შეცვლა და პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, არჩევნების ლეგიტიმაცია დადგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. არც საერთაშორისო თანამეგობრობა, არც პოლიტიკური პარტიები და არც ჩვენი ამომრჩეველი ამ არჩევნებს არ აღიარებს სამართლიანად და ლეგიტიმურად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის. გამოიწვევს პერსონალურ სანქციებს და სამწუხაროდ, ეს სანქციები ქვეყნის წინააღმდეგაც შეიძლება იქნას მიმართული, ვინაიდან ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ფორმირდება უცხოური დახმარებებით და ამ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ასე რომ, დროა გონს მოეგოს ივანიშვილი და შეასრულოს ყველა ვალდებულება, ნუ აყენებს რისკის ქვეშ ქვეყნის სტაბილურობას, ნუ აყენებს რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას,“ - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა