მუხიანის მეოთხე  მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

„პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელი 2019“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული. გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა