რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი პირის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა თავართქილაძის განცხადებით, დღეს ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 განმეორებითი ტესტირების პასუხს კი საღამოსთვის ელოდებიან.

ამასთანავე, მისი თქმით, კლინიკაში 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

„ამ ეტაპზე 66 პაციენტია ჩვენს კლინიკაში, კოვიდინფიცირებული არის 44 პაციენტი. 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, დღეს დატოვებს კლინიკას. ველოდებით ასევე 6 პაციენტის რეტესტირების პასუხს უკვე საღამოს და ამის მიხედვით გადაწყდება ეს პაციენტებიც დატოვებენ თუ არა კლინიკას ხვალ ან ზეგ. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ დაგვმატებია. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ორის მდგომარეობა არის საყურადღებო, მძიმე“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

მისივე თქმით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, თუმცა არც ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ არის.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს