ირაკლი ლექვინაძე - ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი DCFTA-ის დებულებების შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება იყო, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანი იყო არსებული კანონმდებლობის დახვეწა, კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კონკურენციის პოლიტიკისა და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

„27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევროკავშირი დღეს სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს ერთი მთავარი მოწოდებით - „ერთად უფრო ძლიერები ვართ“. რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით დაწყებულია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების შეუქცევადი პროცესი, რისკენაც საქართველო ისტორიულად ისწრაფვის. სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრება, ხელშეწყობა, გაძლიერება და კონკურენციის საერთაშორისო ოჯახის ღირსეული წევრობა. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტი - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი იყო - DCFTA-ის დებულებების შესაბამისად, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, არსებული კანონმდებლობის დახვეწა, სააგენტოს საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კონკურენციის პოლიტიკისა და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა არის ეკონომიკის გაძლიერების, მომხმარებელთა კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი და შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა არის წინაპირობა, რომ დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გადადგას დროული, ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები და ყველა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას უკავშირდება, სრულფასოვნად შეასრულოს. საქართველოში კონკურენციის ხელშეწყობისათვის გაწეული სამუშაოსათვის, განსაკუთრებული მადლობა ევროკავშირის პროექტში მონაწილე ყველა წევრს, მადლობა ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ევროპის მოქალაქეებს, ყველას, ვინც ევროპის გულშემატკივარი და ევროპული ღირებულებების მატარებელია“, - განაცხადა ლექვინაძემ. აღნიშნულ კომენტარს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ