რომან გოცირიძე - არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ ან არა - არ არსებობს შეთანხმების სანახევრო შესრულება, ან ასრულებს ხელისუფლება შეთანხმებას მთლიანად ან არა

არის ასეთი გამოთქმა - არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არ ხარ, აი ასეა - არ არსებობს შეთანხმების სანახევრო შესრულება - ან ასრულებს ხელისუფლება შეთანხმებას მთლიანად, ან არა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება შეთანხმებას არ შეასრულებს, ის პასუხს აგებს ამისთვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

„საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ეს არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქმნი სერიოზული არასტაბილურობის საფუძველს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ზურგს აქცევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რომელთა წყალობით ამ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში არსებობს ქვეყანა და იმ 2 და 3 მილიარდს რომ იძახიან და 27 000 ტონა ხორბალს ამერიკიდან, ნუ ჰგონიათ, რომ „ქართული ოცნების“ სიყვარულით აკეთებენ ამას. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული და ჰყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სახით ძლიერი და დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში. ძალიან მკაცრად დაისჯება, ვინც კიდევ ერთხელ გაბედავს საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას“,- აცხადებს რომან გოცირიძე.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ