ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი შეხვედრა გაიმართება, სადაც საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე განმარტებები გაკეთდება და ასევე, იქნება კითხვა-პასუხის საშუალებაც.

„რაც შეეხება საყოველთაო სახალხო განხილვას, როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, იმედია, რომ მალე მოხდება ეს, 22-ში იქნება თუ იქიდან ორ კვირაში, ამას მომავალი დღეები გვიჩვენებს, თუმცა, ყველა შემთხვევაში გვაქვს საკმაო დროს იმისთვის, რომ ჩავატაროთ საყოველთაო სახალხო განხილვა. ბუნებრივია, მოდიფიცირებული ფორმატით ჩატარდება განხილვა, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც მოგაწოდეთ და სავარაუდოდ, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, კითხვა-პასუხის საშუალებაც იქნება, თუმცა სავარადოდ ეს იქნება სატელევიზო ფორმატი იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არის შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე, ანუ ამ ფორმატში შედგება ორი შეხვედრა და განმარტება გაკეთდება საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე საზოგადოების წინაშე, შემდეგ როდესაც ამოიწურება საყოველთაო სახალხო განხილვის ვადა, იქიდან დაახლოებით 9-10 დღეში შეგვიძლია ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ანუ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაკეთდება ეს ყველაფერი”, - განმარტა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა