თენგიზ ცერცვაძე - სოლიდარობის კვლევაში მონაწილეობის შეთავაზება საქართველომ მიიღო, არ გვითხოვია, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანას უკვე აქვს სერიოზული ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საქართველოსთვის „სოლიდარობის კვლევაში" მონაწილეობის თაობაზე შეთავაზება ნიშნავს, რომ ქვეყანას უკვე სერიოზული ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო ასპარეზზე.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, კვლევაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არიან ჩართული, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ბელგია, შვეიცარია, კანადა, პორტუგალია და ა.შ..

„სოლიდარობის“ კვლევა დღემდე ჩატარებულ კვლევებში ყველაზე მასშტაბური და ყველაზე სოლიდური კვლევაა, თან მას ატარებს არა ერთი ქვეყანა ან ერთი ინსტიტუტი, როგორც ეს აქამდე სხვა მედიკამენტების კვლევისას ხდებოდა, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. კვლევაში უკვე ჩართულია 20-ზე მეტი ქვეყანა და თანმიმდევრულად, რიგი ქვეყნების ჩართვა იგეგმება. ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა წამყვანი ქვეყნები, თუ ეს კვლევა მარტო განვითარებად ქვეყნებს ეხება? არა, სწორედ წამყვანი ქვეყნები არიან წამყვანი ამ კვლევაში. ესენი არიან: საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ბელგია, შვეიცარია, კანადა, პორტუგალია და კიდევ ბევრი. ამ კვლევაში მონაწილეობის შეთავაზება საქართველომ მიიღო, ხაზს ვუსვამ, შეთავაზება მიიღო და ჩვენ არ გვითხოვია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს უკვე აქვს სერიოზული ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ამ კვლევას სთავაზობენ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანას შესწევს უნარი, კვლევა მაღალ საორგანიზაციო დონეზე ჩაატაროს და მის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიწოდებული შედეგები სარწმუნო იყოს" , - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კვლევა ოთხ მედიკამენტზე ჩატარდება.

"ერთმანეთს შეედარება ოთხი მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეისთვის არსებული გამოცდილებით ყველაზე პერსპექტიულად ჩათვალა. ესენია - „რემდესივირი“, რომელიც დღეისთვის ფავორიტ მედიკამენტად არის მიჩნეული, თუმცა კვლევები ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და არავინ იცის, ის გაამართლებს თუ არა ამ სტატუსს. ალბათ, სწორედ ეს იქნება ის კვლევა, რომელიც საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს „რემდესივირს“, არის თუ არა მართლა ყველაზე უკეთესი; მეორე მედიკამენტი იქნება ჩვენთვის კარგად ცნობილი „პლაქველინი“, რომელიც საქართველოში წარმატებით გამოიყენება უკვე მესამე თვეა; შემდეგი მედიკამენტი იქნება „ლოპინავირ/რიტონავირის კომბინაცია, რომელიც შიდსის სამკურნალო მედიკამენტია, რომელსაც საქართველოში ასევე ვიყენებდით, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში; მეოთხე იქნება „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია ბეტა ინტერფერონთან“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს