როგორ შევარჩიოთ ლამინატი (R)

სახლის რემონტი ყველა ადამიანისთვის რთულ პროცესს წარმოადგენს და მოითხოვს დიდ ენერგიასა და ჩართულობას. საქმე გაცილებით რთულდება როცა ამის გამოცდილება არ გვაქვს და ინფორმაციის მოძიება სანაცნობო წრეში გვიწევს. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც აუცილებად იჩენს თავს, არის იატაკის საფარის შერჩევა. თუ სახლის იატაკის საფარად ლამინატი აირჩიეთ და ვერ გადაწყვიტეთ როგორი შეფერილობის შეიძინოთ, შევეცდებით რამდენიმე მნიშნველოვანი რჩევა მოგაწოდოთ, რაც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ცადეთ რამდენიმე ფერი - თუ ახალ იატაკს ამონტაჟებთ ოთახში და ფიქრობთ რომ დიდი სივრცეა, უმჯობესია აირჩიოთ მუქი ფერის ლამინატი, რადგან ასეთი შეფერილობა იძლევა იმის ილუზიას, რომ სივრცე უფრო მცირეა, ვიდრე სინამდვილეში. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ წაბლისფერ და მუქ მუხის ლამინატს, რაც ოთახს უფრო მყუდროს გახდის.

თუ თქვენი ოთახში პატარა სივრცეა, ლამინატის ფერი ღია ფერის უნდა იყოს. მსუბუქ ფერებს დამატებით შუქი შემოაქვთ ოთახში და დიდი სივრცის შეგრძნებას ტოვებს. ასეთი არჩევანი გამართლებულია იმ შემთხვევაშიც, თუ ოთახში მუქი ფერის შეფერილობის ავეჯი გაქვთ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ოთახის ბუნებრივი განათება ძალიან მოქმედებს იმაზე თუ როგორ გამოიყურება იატაკი. სწორედ ამიტომ შეუკვეთეთ რამოდენიმე ნიმუში და გამოსცადეთ ისინი ოთახში დღის სხვადასხვა დროს. მოათავსეთ თითოეული ნიმუში იმ ოთახში, სადაც გსურთ იატაკის დაგება, შემდეგ დილით, შუადღესა და საღამოს შეამოწმეთ იგი. შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ იმით, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივმა განათებამ შეცვალოს იატაკის ორიგინალური ფერი.

ასევე, თუ ოჯახში გყავთ ბავშვები და შინაური ცხოველები, ლამინატის შეფერილობა უნდა იყოს ოდნავ მუქი,ბუნდოვანი, რათა დაიფაროს ჭუჭყი და ნაკაწრები.

ლამინატი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე იაფი(ეკონომიური) და უნივერსალური საშუალება იატაკის მოსაპირეკეთებლად. ლამინატის ფასები ვარირებს საკმაოდ ფართო დიაპაზონში, რაც განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით: მასალა, წარმოების ქვეყანა, ბრენდი, დიზაინი. მაგრამ ეს და სხვა მახასიათებლები გათვალისწინებული უნდა იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ გადაწყვეტთ თუ რომელი კლასის ლამინატს მიანიჭებთ უპირატესობას.

ლამინატის კლასები:

რა ღირს ხარისხიანი ლამინატი ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ვიცოდეთ თუ რომელი კლასის ლამინატი გვჭირდება. განვიხილოთ რამოდენიმე ძირითადი კლასის ლამინატი, რომელთაც კლასის მიხედვით აქვთ მინიჭებული ნომრები: 31,32,33,34. ეს კლასები გამოიკვეთა სპეციალური ტესტირების შედეგად. კლასის პირველი ციფრი აღნიშნავს თუ სად გამოიყენება აღნიშნული ტიპის ლამინატი. ხოლო მეორე ციფრი ასახავს დატვირთვის შესაძლო ინტენსივობას, რაც უფრო მაღალია ეს ციფრი მით უფრო მაღალია ცვეთამედეგობა.

კლასი 31 (AC3).

ლამინატის ეს კლასი გამოიყენება ბინებსა და მცირე ოფისებში. თუკი ასეთ საფარს ფრთხილად მოვეპყრობით იგი ოფისებში დაახლოებით 6 წელს, ხოლო ბინებში დაახლოებით 10 წელი მოგვემსახურება.

კლასი 32 (AC4).

ასეთი ლამინატი გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უძლებს მნიშვნელოვან ყოველდღიურ დატვირთვას. ასეთი ლამინატი დაახლოებით 10 წელი გაძლებს, ხოლო თუ კი გადაწყვეტთ რომ ეს კლასი საცხოვრებელ ბინაში გამოიყენოთ მისი შეცვლა დაახლოებით 15-20 წლის შემდეგ მოგიწევთ.

კლასი 33 (AC5).

ამ კლასის ლამინატი გამოირჩევა მდგრადობით. იგი თავისუფლად იტანს მაღალ დატვირთვას და გამოიყენება რესტორნებში, ბარებში, საცეკვაო დარბაზებში. ყოველდღიური მაღალი დატვირთვის პირობებში დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში მოგვემსახურება. თუ კი გადაწყვეტთ, ასეთი ტიპის ლამინატი საცხოვრებელ სახლში გამოიყენოთ, იგი დაახლოებით 17-22 წლის განმავლობაში გაძლებს. მისი სისქის გამო იგი ადვილად შთანთქავს ნაბიჯების ხმებს და კარგად იტანს მაღალ ტენიანობას.

კლასი 34 (AC6).

ყველაზე ძვირიადღირებული კლასია. ასეთი ლამინატი გამოიყენება სპორტულ ობიექტებში, სუპერმარკეტებში, მოლებში სადაც ყოველდღიურად უამრავი ხალხი მოძრაობს.

ასეთი ლამინატი სახლის პირობებში მთელ საუკუნეს გაგვიძლებს ან მანამ სანამ არ მოგვბეზრდება მისი დიზაინი.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს