2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ არჩეულ საგნებთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ არჩეულ საგნებთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასეთია: ისტორია აირჩია 22 850 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; მათემატიკა აირჩია 12 660 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია 3 250 - მდე აბიტურიენტმა; გეოგრაფია აირჩია 1 040 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; ზოგადი უნარები აირჩია 4500 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია 430 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია 2340 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია 200 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; ხელოვნება აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

„2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები - მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას - ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში