ირაკლი ბერაია ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე - სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოყოფილი დახმარების მიღება დაუკავშირონ კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოყოფილი დახმარების მიღება დაუკავშირონ კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ანდრიუს კუბილიუსის წერილის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობს.

„საქართველო სამაგალითო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ შედეგებს. ამას აღიარებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარნტიორი და სწორედ ამ წარმატებული ნაბიჯების მხარდასაჭერად არის მობილიზებული ის მასშტაბური დახმარება, რომელიც საქართველოს გამოუყვეს საერთაშორისო, მათ შორის, ევროპელმა პარნტიორებმა. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, მიუღებელია. საქართველო არის კანონის უზენაესობის და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და რასაკვირველია, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, რომ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს, თუმცა, ქართულ-ევროპული ურთიერთობები და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი. ამას ჩვენ წლებია ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით ვაშენებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჩვენ ამ ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს აუცილებლად განვახორციელებთ,“- განაცხადა ბერაიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის კანონის უზენაესობის კუთხით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა