ისანი-სამგორის სოციალური სააგენტოს სერვისცენტრში ხმაური იყო

ისანი-სამგორის სოციალური სააგენტოს სერვისცენტრში ხმაური იყო. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს დავით ცაგურიშვილს ერთ-ერთი ბენეფიციარი შვილის ცემაში ადანაშაულებს. სააგენტოში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოხსნილი დახმარების აღდგენის თხოვნით მივიდა, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

ბენეფიციარი მაია ასადური აცხადებს, რომ მის შვილს ხელფასი დაერიცხა, რის შემდეგაც სარეიტინგო ქულა გაეზარდათ და დახმარება მოეხსნათ.

ჩხუბის ფაქტს უარყოფს სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე. “მე დავარტყი? როგორ გეკადრებათ? თუ არსებობს კადრები, მაჩვენეთ ის კადრი... როგორ მაჩვენებთ, რაც არ იყო”, - განუცხადა ჟურნალისტებს ცაგურიშვილმა.

სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი კი აცხადებს, რომ ბენეფიციარს მაღალი სარეიტინგო ქულა ჰქონდა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია და მას შემდეგ, რაც დაკვალიანება სცადა, ბენეფიციარი აგრესიაზე გადავიდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა