„წარაფი“ – „საქპატენტმა“ ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა

საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს “წარაფი” დაემატა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ, შესაბისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე “წარაფი” ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის მოწმობა გაიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს, ექსპერტიზამ დაადასტურა აღნიშნული ღვინის განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, კავშირით ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.

„წარაფის მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, რომელსაც შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ „წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

“წარაფის” სრულ სპეციფიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა