თაკო ჩარკვიანი - გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა დავინახოთ - პრემიერის ადგილი ზუსტად ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა დავინახოთ, ნორმალური ქვეყანა დაკარგავს ახალგაზრდა გიორგი ვაშაძეს? ის არის მოწესრიგებული, საოცარი ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ინსტიტუცია ანდო, - ამის შსახებ პარტიის „კანონი და სამართალი" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ვაშაძე მოწესრიგებული ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ინსტიტუცია ანდო. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, „პრემიერის ადგილი ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა“.

„მე მინდა ჩემი აზრი მივაწოდო საზოგადოებას, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ, მსხვილ საფეხურზე დავინახოთ. ეს ახალგაზრდა ადამიანი, ჩემი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მე ვხედავ მის პოტენციალს. მეც საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები მყავს მაგალითად, ირაკლი ღლონტი და გიორგი ცობეხია, რომლებიც არ შეიძლება, რომ მომავალმა საქართველომ მართვაში არ იხილოს. ნორმალური ქვეყანა დაკარგავს ახალგაზრდა გიორგი ვაშაძეს? ვერც დანა–ჩანგლებს მიაძახებენ და ვერც უშიშროების საბჭოს მდივნობას. ამ ბიჭმა გააკეთა იუსტიციის სახლი, რომელიც ევროპაში სალაპარაკო გახდა. ის არის მოწესრიგებული, საოცარი ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ინსტიტუცია ანდო. მივესალმები და დიდ პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს და ვთვლი, რომ ერთერთი საუკეთესო კანდიდატი იყო და ახლაც ასე მივიჩნევ, მაგრამ არის პრემიერის ადგილი, რომელიც ზუსტად ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა," -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება