კახა კალაძე - „მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ

„მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული პროექტის თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ძალიან მალე ქალაქს „მზიურის“ განახლებული პარკი ექნება, რომელიც მართლაც ულამაზესია. დარწმუნებული ვარ, ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მხოლოდ თბილისელებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვამუშავებთ მედიათეკის პროექტს, მას უშუალოდ დედაქალაქის მერია განახორციელებს. ეს სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება. ასევე, ვამუშავებთ ერთ საინტერესო პროექტს, „მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ. ამის თაობაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. მედიათეკა და ეს საფეხმავლო ხიდი სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება, რომელსაც მოსახლეობას შევთავაზებთ“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და მერიის ყველა სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში.

„გახსოვთ ყველას, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, რომელიც დედაქალაქს თავს დაატყდა, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, ყველაფერი გაუბედურებული იყო და ძალიან მალე ქალაქს „მზიურის“ განახლებული პარკი გვექნება, რომელიც მართლაც ულამაზესია“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო