ვახტანგ ძაბირაძე - ადრეა პრემიერის კანდიდატურის დასახელება, არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურის დასახელება, ჩასავარდნად არის განწირული

ადრეა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება. ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თაკო ჩარკვიანის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას.

პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიცია ძალიან ჩქარობს არამხოლოდ ამ საკითხში, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ოპოზიცია საკმაოდ იმპულსურია ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანების დროს და როგორიც არ უნდა იყოს ეს გახმოვანება, ვის მიერ და ვის მიმართაც არ უნდა იყოს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვე არის დარჩენილი.

„როდესაც არ ვიცით, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, შევა თუ არა შესწორებები კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება საერთოდ პოლიტიკური სპექტრი, ასეთი ინიციატივა ნააადრევია. მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ვინმეს კანდიდატურა დასახელდეს, მაგრამ მაშინ უნდა დასახელდეს, როცა ამას ფასი ექნება. დღეს, ქალბატონ ჩარკვიანს გიორგი ვაშაძე მოსწონს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას რატომღაც დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავად ვაშაძემ თქვა, რომ თურმე 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მას ასახელებდა პრემიერად. ამას იცით რატომ ვამბობ, ნებისმიერი ამგვარი გახმოვანება დროზე ადრე და მითუმეტეს, როდესაც შეთანხმებული არ არის და არ არის მოლაპარაკების თემა, ოპოზიციის სამომავლო ერთიანობისთვის არის ხელისშემშლელი. თუ ამას ვერ ხვდებიან, მაშინ არ ვიცი, გაცილებით სერიოზული პრობლემები ჰქონიათ, ვიდრე მე მგონია. ადრეა პრემიერის დასახელება, ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! აქ საუბარი არ არის იმ პარტიებზე, რომლებიც „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, არამედ საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე. ზოგადად, როდესაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურა სახელდება, ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველოში ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, როცა სპექტრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის, ეს ფიგურა ჩასავარდნად განწირულია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისვე თქმით, რთული თემაა, უამრავი მოწინააღმდეგე გამოჩნდება, ამიტომ, ნაადრევად საკითხის სამსჯავროზე გამოტანა საქართველოში პოლიტიკურად წამგებიანია.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა შესთავაზა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა