ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა , - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე გამახვილდა, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული წარმატებული ქმედებების შესახებ, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად დაუბრუნდეს აქტიურ ტურისტულ ცხოვრებას. მისი თქმით, საქართველომ ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მოამზადა გაიდლაინები ტურისტული სექტორისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მინისტრის განცხადებით, მათი დაცვა კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების იმიჯს მსოფლიოში.

უნგრეთის ელჩი დაინტერესდა იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველომ გადადგა ტურისტულ სექტორში პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მალე აღდგება ტურისტული ნაკადები.

„საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩვენ ასევე მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მოლაპარაკებებში და ვიქნებით ერთ-ერთი პირველები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოგზავნიან ბიზნესებსა და ტურისტებს“, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი, რაც ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ