ლევან იოსელიანი - "ქართული ოცნება" არცერთ ნაბიჯზე არ ინდობა, მათ სიტყვას და დაპირებას ჩალის ფასიც არ აქვს

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

"დაგეგმილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და შესაძლებლობას აძლევს ჯანდაცვის სამსახურებს, ეჭვის საფუძველზეც კი ადამიანი იზოლაციაში მოაქციონ, ანუ დააპატიმრონ. მინდა, მივმართო "ქართული ოცნების" დეპუტატებს, განსაკუთრებით იურისტებს, რომ თავს ნუ შეირცხვენენ, პატივი სცენ საკუთრ პროფესიას და ამოიღონ ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ. პატიმრობა მარტო ციხეში ყოფნას არ ნიშნავს, ნებისმიერი სახის თვისუფლების აღკვეთა, პატიმრობაა და არ აქვს მნიშვნელობა „მატროსოვზე“ ჩაგკეტავენ, ინფექციურში თუ შერატონში" , - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ არ სჯერა ამ ცვლილებების ავტორის კეთილშობილური განზრახვის.

"საჭიროების შემთხვევში ისინი ამ ძალაუფლებას ოპონენტების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. "ქართული ოცნება" არცერთ ნაბიჯზე არ ინდობა, მათ სიტყვას და დაპირებას ჩალის ფასიც არა აქვს“ , - აღნიშნა ლევან იოსელიანმა, რომლის კომენტარსაც „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან იოსელიანი - "ქართული ოცნება" არცერთ ნაბიჯზე არ ინდობა, მათ სიტყვას და დაპირებას ჩალის ფასიც არ აქვს

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

"დაგეგმილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და შესაძლებლობას აძლევს ჯანდაცვის სამსახურებს, ეჭვის საფუძველზეც კი ადამიანი იზოლაციაში მოაქციონ, ანუ დააპატიმრონ. მინდა, მივმართო "ქართული ოცნების" დეპუტატებს, განსაკუთრებით იურისტებს, რომ თავს ნუ შეირცხვენენ, პატივი სცენ საკუთრ პროფესიას და ამოიღონ ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ. პატიმრობა მარტო ციხეში ყოფნას არ ნიშნავს, ნებისმიერი სახის თვისუფლების აღკვეთა, პატიმრობაა და არ აქვს მნიშვნელობა „მატროსოვზე“ ჩაგკეტავენ, ინფექციურში თუ შერატონში" , - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ არ სჯერა ამ ცვლილებების ავტორის კეთილშობილური განზრახვის.

"საჭიროების შემთხვევში ისინი ამ ძალაუფლებას ოპონენტების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. "ქართული ოცნება" არცერთ ნაბიჯზე არ ინდობა, მათ სიტყვას და დაპირებას ჩალის ფასიც არა აქვს“ , - აღნიშნა ლევან იოსელიანმა, რომლის კომენტარსაც „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო