პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სასამართლოს 14 პირისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 13 პირს და საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით მიმართავდნენ ქურდული სამყაროს წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს’’.

„აღნიშნული მიმართვების საფუძველზე, ქვეყანაში მყოფი ქურდული სამყაროს წევრები, საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდის’’ სატელეფონო ჩართულობით აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს’’ და სხვადასხვა პირებს, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სძალავდნენ ფულს და აკისრებდნენ გარკვეული თანხების გადახდას.

სამართალდამცველებმა 13 პირი, 20 მაისს ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დააკავეს, რომელთაც წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა); 2233-ე მუხლის II ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა); 2234-ე მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა); 143-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და 126-ე მუხლის I ნაწილით (ძალადობა). რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდს’’, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის I ნაწილით (კანონიერი ქურდობა).

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: სასამართლომ 13 ე.წ. კანონიერ ქურდს პატიმრობა შეუფარდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება