8 ივნისიდან, დიდ ბრიტანეთში ჩასულ პირებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

8 ივნისიდან იმ პირებს, რომლებიდ დიდ ბრიტანეთში ჩავლენ, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ჩასვლისთანავე ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს ონლაინ ფორმა და დატოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნება ის თვითიზოლაციის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ მათ, ვისაც არ აქვთ შესაფერისი ადგილი, სადაც კარანტინში ყოფნას შეძლებენ, მოუწევთ, სახელმწიფოს მიერ მოწყობილ სპეციალურ დაწესებულებებში 14 დღე საკუთარი ხარჯით გაატარონ.

რეგულაციების თანახმად, ახლად ჩამოსულებთან დაკავშირება ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი. 14 დღის განმავლობაში მათ საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად გასვლაც ეკრძალებათ.

ის პირები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევენ, 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.

აღსანიშნავია, რომ დაწესებული შეზღუდვა არ ეხებათ სატვირთოების მძღოლებს, ფერმების სეზონურ მუშებსა და მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულებს მკურნალობენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო