ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 175-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისგან გათავისუფლების საკითხი.

ცვლილებების თანახმად, სპეციალური ზონალური გადასახადისგან თავისუფლდება გადამხდელი, თუკი ობიექტი წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას და თუ ასეთი შენობის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება 2025 წლის 1 იანვრამდე.

პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემდეგ, პროექტში ცვლილებები არ შესულა.

„დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება. უდავოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ამით სახელმწიფო თამაშობს თავის პოზიტიურ როლს, რომელიც შედეგის სახით უზრუნველყოფს პრობლემის გადაჭრას. ცხადია, ასეთი ცვლილებები არის წინაპირობა იმისა, რომ ამ პრობლემის დასრულებისთვის და მოქალაქეებისთვის საკუთრების დაბრუნებისთვის გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“