ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულებულა, ცხადია არც დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ჯერ არ დასრულებულა და “არც დასრულდება, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია”.

“დღეს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დღეა, გილოცავთ! 26 მაისი არის თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მონაპოვარი, რასაც გავუფრთხილდებით და დავიცავთ. თუმცა, ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულებულა, ცხადია არც დასრულდება, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებით გამოდევნილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი მავთულხლართებით იზოლირებული. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მშვიდობიანად, განვითარებით, პროგრესით და მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ. ეს დღე ჩვენია, მრწამსის თუ ეთნიკურობის განურჩევლად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ სწორედ ასეთი პლურალიზმით და ერთიანობით იზეიმეს ჩვენმა წინაპრებმა სანუკვარი დამოუკიდებლობა და ამ მყარ საფუძველზე აუცილებლად დავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, ერთიან საქართველოს“, - აცხადებს ციხელაშვილი.

აღნიშნულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს