გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბერთუბნის დასახლებაში, ხევისპირის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, 330 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება - დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 330 000 ლარი არის გათვალისწინებული.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"