ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო მოძმე ქვეყანაა და დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათის ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, სომხეთმა მიმართოს დახმარებისთვის საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართვა იქნება, რაიმე სახის დახმარების საჭიროების შესახებ, ამისთვის მზად არიან.

„კორონავირუსის ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს. ბუნებრივია, თუ იქნება ამის აუცილებლობა, მაშინ შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამის საჭიროება არ იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ რეანიმაციის განყოფილებები არ გადაიტვირთება და აქედან გამომდინარე, დახმარების საჭიროება არ იქნება. "თუმცა, ჩვენ, სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს", - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი ქვეყანას 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინით დაეხმარა.

"ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდიგვერდ და დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან ეპიდემია არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის საკითხი. ეს საერთო საფრთხეა", - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ მათ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაუყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ დახმარების გასაწევად მზად არიან. ამით ამირან გამყრელიძემ უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს, სადაც დაავადებულთა რიცხვი დრამატულად იზრდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა