რომის პაპი - მნიშვნელოვანია ადამიანების განკურნება და არა ეკონომიკის გადარჩენა, ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არიან

რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს, თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედნიდან პირველად მიმართა. მრევლისადმი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას მან აღნიშნა, ხალხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა იმ ფონზე, როცა ქვეყნები კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

„მოგმართავთ, რომ არავინ დარჩეს ჯანდაცვის გარეშე. მნიშვნელოვანია ადამიანების განკურნება და არა ეკონომიკის გადარჩენა. ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე ეკონომიკა. ჩვენ, ადამიანები, ვართ სულიწმინდის ტაძარი და არა ეკონომიკა“, - განაცხადა ფრანცისკემ.

მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო კრიზისისგან უფრო ერთიანი გამოვა და არა - დაყოფილი.

„თქვენ იცით, რომ მსგავსი კრიზისებიდან ხალხი ისე არ გამოდის, როგორც ადრე. ჩვენ, უწინდელთან შედარებით, ამ კრიზისიდან ან უკეთესად გამოვალთ, ან - უარესად. მოდით ვიქონიოთ მხნეობა, რომ უწინდელზე უკეთესად გამოვიდეთ, რათა პანდემიის პოსტკრიზისული პერიოდი პოზიტიურად ავაშენოთ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ბოლოს წმინდა პეტრეს მოედანზე ფანჯრიდან პაპმა მრევლს პირველ მარტს მიმართა. კორონავირუსის ეპიდემიის მწვავე პერიოდში პაპი მორწმუნეებს ვიდეომიმართვების საშუალებით მოუწოდებდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ