ადამ კინზინგერი - საშინელი, ძალადობრივი არეულობა აფერხებს იმ რეალურ უკმაყოფილებას, რომლის მოგვარებაც საჭიროა

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში მიმდინარე პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც კინზინგერი წერს, წესრიგის აღდგენაა საჭირო.

"პროტესტის უფლება არ მოიცავს ძეგლების დასახიჩრებას, ისტორიული შენობების დაწვას, ან ბიზნესის ძარცვასა და განადგურებას. ეს საშინელი, ძალადობრივი არეულობა აფერხებს იმ რეალურ უკმაყოფილებას, რომლის მოგვარებაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება წესრიგის აღდგენა ახლა", - წერს კინზინგერი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, უკვე ერთი კვირაა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე